კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, _ აღნიშნულ ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, ჯგუფის წევრებს საჭირო კონსულტაცია გაეწევათ და ისინი სპეციალური ეკიპირებით იქნებიან აღჭურვილნი. აღნიშნული ჯგუფი (15 ადამიანი) მუნიციპალიტეტში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება.
ხობის მუნიციპალიტეტში, ასევე, მოხალისეთა მეორე ჯგუფი იქმნება, რომელშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 599 856099; საჭიროებების მიხედვით მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს.