ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა – უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია.
ბოლო ინფორმაციით, ხობსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე. ამასთან, დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა -ყულევის მე-4 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, წყალი 150-ზე მეტ სახლში შევიდა. მათივე ინფორმამაცით, უკვე შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.