ხობში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მსუბუქ ავტომობილს, რომელიც სენაკის მიმართულებით მიდიოდა, ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ცნობილია, მგზავრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს და შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზებაც მალე შეძლო.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
ავტორი