24 ივლისს მომხმარებლებმა რესტორან ,,შავ ლომში“ კერძში ხოჭო აღმოაჩნეს. მათი თქმით, აღნიშნულ რესტორანში, „შეკვეთილ მენიუში არარეალური თანხა _ 1600 ლარი გადაახდევინეს, კერძში კი ხოჭო იყო ჩაბუდებული“. როგორც მომხმარებლები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ უკვე მიმართეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს „შავ ლომში“ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა რესტორან ,,შავი ლომის“ მენეჯერს ქეთი სხირტლაძეს, რომლის განმარტებით, კადრი, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, ნამდვილად რესტორან ,,შავ ლომშია“ გადაღებული, აღნიშნული ხოჭოები კი სპეციალურად არის დასმული.
,,ჩვენთან იყვნენ შემოწმებაზე შემოსულები, მაგრამ შენიშვნაც კი არ მიგვიღია არანაირი მიმართულებით. მარტო შემოტანილ კარაქს ჰქონდა ეტიკეტი აცლილი, რაზეც დავჯარიმდით. ჩვენ შევეცდებით გამოვიძიოთ და გავიგოთ, ვინ გვყავს მტერი. ინსპექტირება ვინც ჩაატარა, მათმა წამომადგენელმაც გვითრა, რომ აშკარად ჩასაფრებულია ვიღაც, თორემ აქ არაფერია მსგავსიო. ჩვენთან, ყოველ კვირა ხდება დეზინფექცია. წელიწადში 1000 ლარს ვიხდით, რომ ამ მიმართულებით არაფერი ხდებოდეს, კომპანიასთან გვაქვს ხელშეკრულება.
კადრები, რაც ვნახე, ნამდვილად ჩვენი ობიექტია, მაგრამ საეჭვო ბევრი რამაა, რადგან გობი, სადაც ხოჭო იყო, ამდენი ხნის განმავლობაში იქ ყოფილიყო, გამორიცხულია. აშკარად სპეციალურადაა ჩაგდებული. მეორე კადრშიც, სადაც დერეფანში მოძრაობს ხოჭო, ასევე, ეგეც დადებულია. ჩვენი აზრით, ეს არის სპეციალურად დადებული, რადგან არასდროს მსგავსი რამ არ ყოფილა. ოთახში კი არა ეზოსაც ვამუშავებთ დეზინფექციით, ეზოში კალიაც კი არაა. დეზინფექციაში სერიოზულ თანხებს ვიხდით და ამ საკითხს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. აშკარად დადებულია ხოჭოები და ვარკვევთ, ვინ გააკეთა“, _ განაცხადა ქეთი სხირტლაძემ
„გურია ნიუსი“, ასევე, დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა, მათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.