იმერეთში ქარი, განსაკუთრებით ქუთაისსა და ხონში, ჩვეულებრივი ამბავია. ახლახან მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, დასავლეთ საქართველოში, მგონი, ყველაზე გვიან ხონში წააქცია ნაძვის ხე.
„წაგვექცა…ორი დღეა გმირულად უძლებდა სტიქიას, თუმცა…ვანი… თქვენთან რა ხდება“ _ წერია ხონის ფეიჯზე და მეზობელი ვანის რაიონია მოთაგული.
გურულებზე არანაკლებ კვიმატი იუმორის მოყვარული იმერლები, ამ შემთხვევაში იმერელი, ქვეცნობიერად, შესაძლოა, იმ ანეგდოტს ეხმიანებოდეს, რწყილის გატყავებისას ხონელს რომ ვანელმა შესძახა, ქონი არ გააყოლო, ქონიო…
სავარაუდოდ, ალბათ, ვანელები, უპასუხოდ არ დატოვებენ მეგობარ იმერლებს და ამჯერად უკვე რეალურად , (ოღონდ ცნობილი ანეგდოტის მოტივზე) ეტყვიან:
“ სათამაშოები არ გააყოლოთ, მიხედეთო…“
ავტორი