თურქეთში, ხოფასთან მაგისტრალზე, დღეს დილით, კლდიდან ლოდები ჩამოიშალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვათაცვენას მსხვერპლიც მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ერთი ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რამდენი ადამიანია დაშავებული და რა ვითარებაა დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ, ჩვენი გადამღები ჯგუფი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე.
ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია და ავტოტრასნპორტის მოძრაობა ე.წ. ძველი გზით ხორცილედება.
წყარო: ajara.tv