ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული ხუთი ადამიანის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თენგიზ კალანდია.
რაც შეეხება დანარჩენებს, სასამართლომ 21 წლამდე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო არასრულწლოვანი მშობლის მეთვალყურეობაში გადასცა.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც დაიღუპა.
დაკავებულია ერთ-ერთი არასრულწლოვნის ორი მეზობელიც, რომლებიც მკვლელობაში ეჭვმიტანილს მიმალვაში დაეხმარნენ.