„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად მოქმედებს მამაკაცებზე“, – ასეთი დასკვნა გააკეთეს კანადის, კვებეკის შტატის მაკგილას უნივერსიტეტის მკვლევრებმა.
სპეციალისტები მოელოდნენ, რომ ხორცის გამოსახულება ადამიანებში აგრესიას შეუწყობდა ხელს, მაგრამ, მათდა გასაკვირად, მსგავსმა ფოტოებმა მამაკაცებზე დამამშვიდებლად იმოქმედა.
ფსიქოლოგების აზრით, ამის მიზეზად ის მიაჩნიათ, რომ ხორცი სახლისა და ოჯახის ასოციაციას იწვევს. საქმე ისაა, რომ ადამიანებში უხსოვარი დროიდან მიღებული იყო საკვების მიღების ერთობლივი წესი და სწორედ ეს ტრადიცია ქმნის სიმშვიდისა და უშიშროების შეგრძნებას.
ფსიქოლოგები ახლა ექსპერიმენტების ჩატარებას ნადირობის გამოსახულებების გამოყენებით გეგმავენ. მეცნიერებს, რომლებიც ევოლუციას სწავლობენ, მიაჩნიათ, რომ ბუნებრივი ინსტიტუტების კვლევა დაგვეხმარება, უკეთ გავერკვათ საზოგადოების ტენდენციებში და ცალკეული ადამიანების ქმედებებში.
კვლევები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მეცნიერები ეძებენ მეთოდებს, შეამცირონ თანამედროვეთა აგრესიული ქმედებები, ვინაიდან ჩვენი დროის მთავარი ამოცანაა – ვისწავლოთ დამშვიდება და არ მივცეთ საშუალება ზედმეტი სტრესის განვითარებას, რომელიც იწვევს ინფარქტს, ნაადრევ სიბერეს, აუარესებს რეპროდუქციულ უნარს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზედმეტი საკვების მიღებასა და წონის მატებასაც უწყობს ხელს.