“მთავარი მონა არის აგენტი. სწორედ ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები, _ ასეთი შეფასება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ისინი ძირითადად ორ რამეს ებრძვიან – ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას.
კობახიძემ ხოშტარიას ასევე რუსულ დაფინანსებას შეახსენა.
“მთავარი მონა არის აგენტი. სწორედ ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები. შესაბამისად, ისინი არიან ნომერ პირველი მონები. რაც თავად აწუხებთ, ცდილობენ, ის გადაიტანონ სხვებზე. რა თქმა უნდა, პირველი მონები არიან ჯაფარიძე და ხოშტარია. თან საინტერესო რა არის? ხოშტარიას, თითქოს, ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციები აქვს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ მართლა მონა და აგენტია. მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული. რევოლუციური გეგმის შემადგენელია ადამიანების სტიგმატიზაცია, ადამიანების გაშავება. განსაკუთრებით, აქცენტი კეთდება სამართალდამცავებზე, სასულიერო პირებზე. რატომ? ისინი ძირითადად ორ რამეს ებრძვიან – ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.