“ექიმების რჩევით და კონსულტაციით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ის საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს.
„თავს კარგად ვგრძნობ. იქიდან გამომდინარე, რომ კონტექსტი შეიცვალა და პროტესტი, მათ შორის შიმშილობა შეიძლება, უფრო ხანგრძლივი იყოს. ექიმების რჩევით და კონსულტაციით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიციცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. აქედან გამომდინარე, როგორც ანალიზებმა აჩვენა, რამდენიმე მაჩვენებელი იმდენად საშიში იყო, რომ აუცილებელი იყო გადასხმა. ამიტომ გუშინ გავიკეთე პირველი გადასხმა. ხაზგასმით ვამბობ, არც ერთ გადასხმას არ გავიკეთებ, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას. გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს თავიდან, ან ლეტალური შედეგი დადგეს, ან ადეკვატურობა, გონება დავკარგო. ჩემი შიმშილობის რეჟიმი იქნება იმგვარი, რომ რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, ბოლომდე შევძლო შიმშილობა, ვიბრძოლო და ამ სახით პროტესტი გავაგრძელო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.