პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი პრობლემის შესახებ საუბრობს.
“ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა გახლავთ ის, რომ არ არიან თანმიმდევრულები.
ხელისუფლება კალეიდოსკოპური სისწრაფით ახტუნავებს მათ თემიდან თემაზე და ისინიც მთელი შემართებით არიან ჩართული ამ კატა-თაგვობანას თამაშში.
შესაბამისად, ყველა პრობლემა რჩება ჰაერში გამოკიდებული და მთავრდება უშედეგოდ.
ამომრჩეველიც აკეთებს დასკვნას, რომ მათ არ იციან და არც შეუძლიათ.
შოვის ტრაგედიის თემა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივად და მორალურად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, წინასაარჩევნოდაც ოპოზიციისთვის არის სისტემური პოლიტიკური ტესტი ქმედუნარიანობაზე”,_ წერს ხუხაშვილი.