მთავრობის სხდომაზე განიხილეს ხუთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი, რომელთა განხორციელებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს. მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
როგორც ცნობილია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ − ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.