აქატი
ლეგენდის თანახმად, აყვავებისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. მფლობელს „ავი თვალისგან“ იცავს და ხანდაზმულ ასაკშიც კი სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ძველ ბერძნებს და რომაელებს მიაჩნდათ, რომ ის ცალმხრივი სიყვარულისგანაც იცავდა.
ზურმუხტი
ზურმუხტი კლეოპატრას საყვარელი ქვა ყოფილა. ის სიმშვიდის, ერთგულების, სიმდიდრისა და იმედის მომტან მინერალად ითვლება. ლეგენდის თანახმად, ამ ქვას ღალატის ამოცნობაც შეუძლია და თუ მფლობელს პარტნიორი უღალატებს, ქვა გაიბზარება. როგორც ამბობენ, უმჯობესია, თუ მას შთამომავლობით მიიღებთ.
ალმასი
გამბედაობის, შეუპოვრობის სიმბოლოა. ითვლება დედების მფარველადაც და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ენერგეტიკის მქონედ, მაგრამ თუ მფლობელი ბოროტი სურვილებითაა შეპყრობილი, ქვას შეუძლია ზიანიც კი მოუტანოს მას.
ფირუზი
მას შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. ის ოჯახური იდილიის შემქმნელად მიიჩნევა. თუ მტრის შემორიგება გადაწყვიტეთ, ფირუზი ამაშიც დაგეხმარებათ.
მარგალიტი
ყველაზე ქალურ ქვად ითვლება. ის სიწმინდის, სინატიფის სიმბოლოა, გიცავთ მელანქოლიისა და დეპრესიისგან. მარგალიტი უწესო ადამიანის ხელში მუქდება და შავდება. ასე რომ, მისი გამოყენება ადამიანის ზნეობის შესაფასებლადაც შეგიძლიათ.
ავტორი