ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ხვალ, 15 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ვითარებაში შეხვდებიან. ოზურგეთში 800 პირველკლასელი ტრადიციულად მიიღებს ბუქებს, ხოლო მოსწავლეებს, როგორ წინა წლებში წელსაც გადაეცემა სახელმწიფოსგან სახელმძღვანელოები.
ლელა იმედაშვილი: იწყება ახალი სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში და ორ სასულიერო გიმნაზიაში. განათლების და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ეს დღეები საზეიმოა და ამას ემატება რამდენი დეტალი: ყველა სკოლაში შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საზეიმო ვითარებაში აღიმართება საქართველოს დროშა. ბუკები, სახელმძღვანელო, სატრანსპორტო მომსახურეობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გარკვეული მანძილით არიან დაშორებული სკოლიდან ამ სასწავლო წელსაც გრძელდება. გარდა ამისა გამოცხადებულია უკვე ტენდერი. სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება. ველოდებით, ქალაქ ოზურგეთის #2-ს და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასაც.
ლელა იმედაშვილმა ასევე გვითხრა, რომ მეათე კლასში შეიცვალა სასწავლო გეგმა, რაც ითვალისწინებს რიგი საგნების სწავლების, როგორც საათობრივი მიმართულებით ცვლილებებს, ისევე შინაარსით კუთხით. ასევე ახალი სახელმძღვანელოები გამოიცა მეათე კლასელებისთვის, რომლის შეტანაც გუშინ დასრულდა სკოლებში.
ლელა იმედაშვილი: ასევე ველოდებით ცვლილებებს სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მხოლოდ ცნობილია, რომ საქართველოს მასშტაბით მოხდება 500 სკოლა საპილოტე პროგრამაში. თუმცა თვითშეფასების კითხვარი და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები ყველა სკოლაში ჩატარებულია. ასე, რომ ვფიქრობ, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, შინაარსობრივი ცვლილებები მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი წარმატებული მოსწავლე გყავდეს და გვქონდეს შედეგი. ყველა სკოლის წარმატებად აღიარება პირველ რიგში მოსწავლის შედეგით იზომება და ყველაფერი ამისთვის კეთდება.
ავტორი