დღეს, დილიდან, ოზურგეთში, „გულშიშველა“ თხილს (შიგადაშიგ ნარევს რომ ეძახიან), 1,5 ლარად იბარებენ! სუფთა „გულშიშველას“ 2 ლარად, ხოლო „ბერძნულა“ 3 ლარი ღირს!
ფასის ასეთი ვარდნის გამო, გურულები, ტრადიციულად, მწარედ ხუმრობენ და ერთმანეთს ყბისაქცევებით ესაუბრებიან:
„ხვალ 1 ლარი ეღირება ერთი კილოგრამი, ზეგ კი მუქთად მოგთხოვენ…რა უჭირს, შევეწიოთ, ვაჩუქოთ ცოტა…ცოდო ხალხია ესენი,“ _ ქილიკობენ თხილის მიმღებ ჯიხურებთან.
თხილის ფასის ასე დაცემას, მიმღებ პუნქტებში „ნაგერას“ სეზონის დადგომას უკავშირებენ, რასაც წვიმიანი ამინდებიც მოჰყვა..
ავტორი