ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას.
,,მოსახლეობის საყურადღებოდ! ხვალ დილით, 07:45 საათიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ლესა-ჯაპანისა და ლანჩხუთი-სუფსის მიმართლებით იმოძრავებს”, – წერია მერიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.