“ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთი 2023-ის” 30 ნომინანტი დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
გამარჯვებული 30 ოქტომბერს პარიზში დაჯილდოებაზე გაირკვევა. ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა რონალდო.
ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.