სერია A-ს ოფიციალურმა Twitter-ის გვერდმა იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
“ნაპოლის” 22 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა..
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტოპ 5 ლიგის გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელი სეზონის საუკეთესოდ სახელდება.
Serie A-ის გვერდმა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი ფენომენალურად შეაფასა.