მეათე კლასის მოსწავლე ელენე ბექაური ყტრაგიკულად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ვაზიანის N2 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა, ისევ გლოვობს ჩვენი სკოლა. ვაზიანის N2 საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება მეათე ა კლასის მოსწავლის, ელენე ბექაურის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ ოჯახს, გამძლეობას ვუსურვებთ. ჩვენს გულებში მარად დარჩები, ელენე, ვილოცებთ შენთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.