გაერთიანებულ სამეფოში მალე ახალი კოვიდ ბუსტერ ვაქცინა გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ვაქცინა ეფექტურია როგორც კორონავირუსის ასევე ომიკრონის შტამების წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ახალ ვაქცინას გამოიყენებენ.
ინფორმაციისთვის, ახალი ვაქცინა Moderna-ს მიერ არის წარმოებული და Spikevax bivalent Original/Omicron ეწოდება. ის 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა გათვლილი.