საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უზბეკეთის მოქალაქე მოკლული იპოვეს. 50 წლის ქალის ცხედარი მდინარე იორთან ნახეს.
თვითმხილველების თქმით, ცხედარს ბლაგვი საგნით მიყენებული ძალადობის კვალი აღენიშნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წლებია საქართველოში მეგობარ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.
ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივად, ფინანსური ინტერესი სახელდება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.