კოვიდ 19-ით ინფიცირების შედეგად დაავადების მძიმედ განვითარების საშიშროება მკვეთრად შემცირდა,_ ამის შესახებ microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა.
“ინფიცირების შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობის ალბათობის რისკები, რომელიც ძირითადად ასოცირდება ხანდაზმულობასთან, ჭარბ წონასთან ან დიაბეტთან, ახლა მკვეთრად შემცირდა”, – თქვა მან.
გარდა ამისა ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მალე სხვა პანდემიის წინაშე დადგება.
“კიდევ ერთი პანდემია იქნება. ეს იქნება სხვა პათოგენი, ”- თქვა გეიტსმა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელი პანდემია ისეთი გლობალური არ გახდება, როგორც ამჯერად მოხდა.