მალხაზ ჯინჭარაძე კარიერას საფრანგეთის „ფედერალ 1“ დივიზიონის მესამე ზონის ბინადარ „გროლეს“ რიგებში გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონის შეწყვეტა გუნდს პანდემიის გამო 5 ტურით ადრე მოუხდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, საფრანგეთის „პრო დ 2“-ში ასპარეზობს მალხაზის ძმა, ვახტანგ ჯინჭარაძე, რომელიც „პერპირიანის“ ძირითად გუნდში დააწინაურეს. მან 2019 წლის 20- წლამდელთა ჩემპიონატზე 4 შეხვედრა ჩაატარა.
ჯერჯერობით, უცნობია როდის დაიწყება ახალი სეზონი საფრანგეთში.