მსხვერპლით დასრულდა ექსკურსია ყინწვისში _ თბილისის N14 საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა ჩოხელი ექსკურსიის დროს სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა 23 ივნისს მოხდა.
“პედაგოგი სკამიდან გადავარდა – ფიცარი იდო, სხვებიც ისხდნენ და ხრამში გადავარდა უკან… ექსკურსიაზე ყინწვისში იმყოფებოდნენ“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა მაკა გიორგაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.