დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსი საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედლით დაასრულა.
გუშინ პირველი ადგილი ტატო გრიგალაშვილმა დაიკავა, დღეს კი ოქრო გუნდის კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა _ მან ფინალში აზერნაიჯანელი ზელიმ კოცოევი ვაზარით დაამარცხა.
ვარლამ ლიპარტელიანი დღევანდელი გამარჯვებით მასტერსის სამგზის ჩემპიონი გახდა. ის საქართველოდან ერთადერთია, რომელმაც ძიუდოს ამ ძალიან პრესტიჟულ ტურნირზე სამი ოქროს მოპოვება შეძლო.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ფინალი დათმო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ნოელ ვან ტენდთან _ ჩვენებურმა ჯერ ვაზარი გაუშვა, შემდეგ კი მტკივნეულზე ჩაყვა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მართალია დღეს საქართველოს ჰიმნი მეორედ ვერ აჟღერდა დოჰას დარბაზში, თუმცა სასიხარულოა ის, რომ კვარცხლბეკზე ორ ქართველი ავიდა. ბრინჯაო ლაშა ბექაურმა მოიპოვა _ მან თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაელ ზგანკი დაამარცხა.
დოჰას მასტერსი საქართველოს ნაკრებმა 5 მედლით დაასრულა _ 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.