კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი თავდაცვის ფაზაში გადავიდა და სიტუაცია რთულია, რადგან მტერს კიევის განადგურება სურს.
„ქალაქი თავდაცვის ფაზაში გადავიდა. ახლა ზოგიერთ უბანში სროლებისა და აფეთქების ხმა ისმის. უკრაინელი სამხედროები დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ. სამწუხაროდ, დივერსიული ჯგუფების რაღაც ნაწილი კიევში შემოვიდა. მტერს დედაქალაქის განადგურება სურს. უკრაინის არმია კიევის ირგვლივ თავდაცვას უზრუნველყოფს. სიტუაცია რთულია, თუმცა ჩვენი შეიარაღებული ძალების გვჯერა. მათ მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.