კიევის რეგიონში ასზე მეტი საწარმო დაზარალდა რუსეთის შემოჭრის შედეგად. ორმოცდაოთხი მათგანი მთლიანად განადგურდა.ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს ბიზნეს ოპერაციები რეგიონში. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაც და ჩვენი რეგიონის განვითარებაც”,_ განაცხადა კულებამ.