კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში ახალი კომენდანტის საათი გამოაცხადა. როგორც ცნობილია, კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 17:00 საათიდან 08:00 საათამდე იმოქმედებს.
ბრძანება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, ცვლის ადრინდელ კომენდანტის საათს, რომელიც 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იყო ძალაში.
“კომენდანტის საათის დროს ქუჩაში მყოფი ყველა მოქალაქე ჩაითვლება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წევრად. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ სიტუაციას და ნუ გამოხვალთ გარეთ”,_ განაცხადა კლიჩკომ.