უკრაინის დედაქალაქში, კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკომ თქმით, აფეთქებები არის დედაქალაქის დესნიანის რაიონში: “ყველა სამსახური მიდის შემთხვევის ადგილზე. დარჩით თავშესაფრებში!”.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.
“კიევი! მუშაობს საზენიტო თავდაცვა! შეინარჩუნეთ სიმშვიდე! დარჩით თავშესაფრებში, სანამ არ გაითიშება საჰაერო თავდასხმის განგაში!” – ნათქვამია განცხადებაში.
კიევის მეტროპოლიტენი აცხადებს, როომ კიევის მეტროსადგურები თავშესაფრად მუშაობს, მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
“მეტროს მოძრაობა დროებით შეჩერებულია ყველა განშტოებაზე. მიწისქვეშა სადგურები თავშესაფრად მუშაობს. საჰაერო შეტევა გრძელდება! გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში!” – აღნიშნულია განცხადებაში
ასევეგავრცელდა ინფორმაცია, რომაფეთქებებიადნიპროს რაიონში, ხოლო 9:44 საათზე – დედაქალაქის ჰოლოსიევის რაიონში.
ავტორი