კიევში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციის თქმით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა, გვიან ღამით, ღობის გარედან ისროლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.