კიევში რუსმა დივერსანტებმა ავტომობილს, სადაც ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.
კიევის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა – ცოლ-ქმარი და მე-4 კლასელი გოგონა.
“მისი სახელი იყო პაულინი. სწავლობდა კიევის #24 სკოლის მე-4 კლასში. დღეს დილით მას და მის მშობლებს რუსმა სამხედრომ ესროლა”, – წერს ბონდარენკო FACEBOOK-ზე.
დაიღუპნენ მშობლებიც. ორი ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.
[sexy_author_bio]