“კიევში წასვლის დიდი სურვილი მაქვს” – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებს კითხვაზე, უკრაინაში შესაძლო სამომავლო მოგზაურობაზე განუცხადა. Reuters-ის ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნული კომენტარი თვითმფრინავში გააკეთა.
გასულ თვეში პაპმა ფრანცისკემ რუსეთი “სასტიკ და უაზრო აგრესიულ ომში” არაპირდაპირ დაადანაშაულა. რომის პაპი დღეს რომიდან კანადაში სამოციქულო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა.
გამოცემა წერს, რომ ინტერვიუს შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია არსებითი კონტაქტი ვატიკანთან პოტენციურ ვიზიტთან დაკავშირებით, სანამ უკრაინამ განაახლა პონტიფიკოსთან მიწვევა.
ავტორი