ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოაცხადა გამარჯვება ახალი კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და გასცა ბრძანება მაისში დაწესებული მაქსიმალური ანტიეპიდემიური ზომების გაუქმების შესახებ.
როგორც ცნობილია, 29 ივლისის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ვინაიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, ქვეყანაში ტესტირების შესაძლებლობები შეზღუდულია.
„სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა – 74 ადამიანი – უპრეცედენტო სასწაულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – ამბობს ერთ-ერთი ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი.
შეკრებილებს ასევე მიმართა კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო იონმა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის მეთაურს ასევე ჰქონდა სიმპტომები. „მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მას არ შეეძლო ერთი წუთითაც არ შეეძლო, არ ეფიქრა ხალხზე, რომელზეც მას უნდა ეზრუნა ამ ანტიეპიდემიურო ომის პირობებში“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ.