20 დღის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას ლიდერი, კიმ ჩენ ინი, საზოგადების წინაშე გამოჩნდა.
BBC-ის ინფორმაციით, მან ნარჩენების გადამუშავების ქარხნის საზეიმო გახსნაზე ლენტი გადაჭრა.
შეგასენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ავადმყოფობის შესახებ, მას შემდეგ რაც 15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბაბუას დაბადების დღე გამოტოვა.
როგორც ცნობილია, კიმი 2014 წლის სექტემბერშიც, კონცერტზე დასწრების შემდეგ 40 დღით გაუჩინარდა. თუმცა, სახელმწიფო მედიისთვის არავის განუმარტავს სად იყო ქვეყნის ლიდერი.