„Disney“-მ დაადასტურა, რომ თავის ახალ სერიალში „გადაარჩინე ჩვენი გუნდი“ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს გადაიღებს.
ბექჰემი ლონდონის ახალგაზრდა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის როლს შეასრულებს. ფეხბურთელის პერსონაჟი გუნდს ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გადარჩენისთვის ბრძოლაში ეხმარება.
„გადაარჩინე ჩვენი გუნდი“ ერთ-ერთია Disney-ს იმ 50 პროექტიდან, რომელსაც კომპანია ევროპაში 2024 წლამდე წარადგენს.
[sexy_author_bio]