დღეს კინტრიშის ხეობაში ინფოტური მოეწყო, რომელიც სპეციალურად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ტუროპერატორებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის დაიგეგმა.
უცხოელმა სტუმრებმა კოხის საკალმახე მეურნეობა, კობალაურისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, წმინდა გიორგის მონასტერი, კოლხური ბზის კორომები და უძველესი მარანი დაათვალიერეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფო ტურები 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ტურის ფარგლებში ტურის მონაწილეები ქობულეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
ინფოტურები ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით რამდენიმე წელია ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია ქობულეთის, როგორც კურორტის პოპულარიზაცია და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. (R)