კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან დავით ზალკალიანთან. განსახილველი ბევრია, თუმცა განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, – წერს ადამ კინზინგერი.