საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ათენში, ვიქტორიას უბანში, შეხვედრის დაწყებამდე, უცნობმა პირებმა თავდასხმა სცადეს.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც სააკაშვილი ქართველ მხარდამჭერებს ხვდებოდა.
“გაზი გაუშვეს. ერთ-ერთი სააკაშვილს კისერში წვდა,მაგრამ დაცვამ დროულად დააკავა”,-აცხადეს წყარო.
ამასთან, როგორც წყარო განმარტავს, ინციდენტის გამო, ყოფილმა პრეზიდენტმა დაცვა გააძლიერა.