https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კითხვა კვლავ უცვლელია: როდის დასრულდება წყლის 22-მილიონიანი პროექტი?!

11:00; 25.06.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“აკეთი ითხოვს წყალს და გზას!” _ ბანერი ამ წარწერით აკეთელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც აქტიურად ცდილობენ წინ წამოწიონ თემში არსებული პრობლემები და ღიად ისაუბრონ მასზე, 2022 წელს გაშალეს ლანჩხუთის საკრებულოს ერთ-ერთ  სხდომაზე. მართალია, ამის შემდეგ პროცესებმა წინ წაიწია, თუმცა, მათივე ინფორმაციით, საკითხი, ჯერჯერობით, კვლავაც პრობლემურია და აქტუალობას არ კარგავს.

ლანჩხუთში, აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2022 წლიდან ახორციელებს. პროექტის დასრულების ბოლო ვადად მიმდინარე წლის მაისი დასახელდა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის მერიამ ინფორმაცია ამის თაობაზე აპრილის მიწურულს გაავრცელა.

უწყების მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციის საინფორმაციო საბაბი კი “პიარული“ იყო _ სამუშაო პროცესი ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ  მოინახულეს.

“პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს 1990 ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, _ ვკითხულობთ ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც 29 აპრილითაა დათარიღებული.

თუმცა, როგორც  ირკვევა,  გაცემული პირობა დათქმულ დროში  ვერ შესრულდა და მოსახლეობა ამ დრომდე ვერ სარგებლობს  უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით, რაც აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გულისწყრომის მიზეზი შეიქნა.

“ტელევიზიებს ხომ გაავრცელებინეს ეს ინფორმაცია! პარალელურად, გაზეთებშიც დაბეჭდეს: აკეთის მოსახლეობა მალე ცივი წყლით ყელს ჩაიკოკლოზინებსო. ჰოდა, მიილია მაისი! კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება! კიდევ ერთხელ მოტყუებული მოსახლეობა!  კითხვა უცვლელი: როდის დასრულდება სამუშაოები და როდის ეღირსება აკეთის თემს წყალი?!! 21-ე საუკუნე, 2024 წელი, 2 ივნისი!!!!” – დაწერა  ფეისბუქჯგუფში _ “აკეთის განვითარებისთვის” აქაურმა ახალგაზრდა  აქტივისტმა და ჟურნალისტმა, გიორგი მორჩილაძემ.

გიორგი  აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ემზარ თევდორაძისგან მეტ ინფორმაციას ითხოვს, რატომ ვერ მოხერხდა ამჯერადაც პირობის შესრულება: “ბატონო ემზარ, ხომ არ გაგიგიათ, რატომ ვერ მორჩა მაისისთვის წყლის სამუშაოები?! თქვენ მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეთ, რატომ გახანგძლივდა ისევ“.

შეუსრულებელი დაპირების თაობაზე ფეისბუქჯგუფის _ “აკეთის განვითარებისთვის”  საშუალებით, აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატს, ემზარ თევდორაძეს მიმართა ჯგუფის ადმინისტრატორმა ანა მორჩილაძემაც: “წარმოუდგენელ ვადაში გაიწელა წყლის და გზის პროექტები!.. გაუსაძლისია ასეთ სიცხეში უწყლოდ ყოფნა…წინ მთელი ზაფხულია….რას შვებით???????? ბატონო ემზარ, ჭაში აღარ გვაქვს წყალი… ჩემი სახლიდან ორას მეტრში დღე და ღამ ტრაქტორი მუშაობს… არ მიკვირს, რომ დაშრა….თუ მოგვეცემა საშუალება ამოსუნთქვის?!“

სამუშაოების გაჭიანურების გამო, გულისწყრომას არაერთი მოქალაქე გამოთქვამს:

ზურა კალანდარიშვილი: “მაგ წყალის გაყვანას ალბათ, “აგენტები“ აფინანსებდნენ და აწი რაღაი…“

დავით მორჩილაძე: “იქნებ მზად არის და მთავარი ონკანის მოშვება დაავიწყდათ?!“

იზო ღლონტი: “რომელი საუკუნეა, რომ სოფელს წყალი არ აქვს?!“

ნანა ღლონტი: “რა მაინტერესებს, იცით? ბიუჯეტიდან რამე პროექტი რომ ფინანსდება, ბოლომდე უნდა მიიყვანონ, თუ თანხა ჯიბეში ჩაიდონ და საქმე ბოლომდე არ მიიყვანონ?!! რად მინდა ეს მილები და ავზი წყალი თუ არ იქნა?!“

“გურია ნიუსთან” საუბარში ახალგაზრდა აქტივისტი აკეთიდან  გიორგი მორჩილაძე ამბობს, რომ “აკეთის თემში წყლის სამუშაოები ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. ამას ითვალისწინებდა ტენდერის პირობები, ამას გვპირდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობაც; თუმცა, მოგვიანებით, სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად გასული წლის რვა სექტემბერს გურიაში მომხდარი სტიქია დასახელდა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ამ სტიქიურ უბედურებამდე უნდა დასრულებულიყო სამუშაოები”.

ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებდა, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2022 წლის აპრილის დასაწყისში  გაავრცელა.

კომპანიისვე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის სოფლებში: წყალწმინდაში, ომფარეთში, ღრმაღელეში, წიაღობანში, ბაღლეფში, ჯურუყვეთში, ეწერსა და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულში (ქვემო აკეთში, ჭანჭათში, გაგურში, ზემო აკეთში) მოეწყობოდა წყლის ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და  მაგისტრალური ქსელი.

როგორც მაშინ ითქვა, ზემოთ ნახსენები  სამუშაოების გასახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარამდე გაიხარჯებოდა. პროექტის დასრულება კი 2023 წელის ზაფხულის სეზონზე იყო დაგეგმილი.

“შედეგად, ლანჩხუთის 11 სოფლის მოსახლეობა  უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, _ განმარტავდნენ მაშინ წყალმომარაგების კომპანიაში.

კომპანიამ გაცემული პირობა დათქმულ დროში  ვერ შეასრულა. კითხვაზე, თუ რა ეტაპზე იყო წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ჯერ კიდევ 2023 წლის 29 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განგვიმარტა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, იმ მომენტში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამი პროექტი; “კერძოდ: 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჯურუყვეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა _ რეაბილიტაციის საპროექტო _ სამშენებლო სამუშაოები. 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის თემის სოფლებისა და სოფელ წიაღობნის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს (იგულისხმება 2023 წელი. რედ.), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა პროექტ(ებ)ის ფარგლებში მოწყობილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს როგორც, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ასევე პროექტ(ებ)ის ფარგლებში შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები. დღეისთვის, პროექტ(ებ)ის ფარგლებში შესრულებულია სამშენებლო სამუშაოების 80-90%”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაუსრულებელი,  მშენებლობის პროცესში მყოფი ინფრასტრუქტურა სტიქიან დასრულებამდე დააზიანა და დროც, სახსრებიც “გადაიხარჯა“.

გიორგი მორჩილაძისგან მიღებული ინფორმაციით, წყლის პროექტი, ამჯერად, ახლოა დასრულებასთან და სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

“უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ წინსვლას ვხედავთ წყლის პროექტთან დაკავშირებით, რასაც ვერ ვიტყვით გზასთან მიმართებაში, რადგან ჯერ ერთი პროექტი უნდა დასრულდეს, რომ მეორე დაიწყოს. დეპუტატისგან გვაქვს პირობა, თუმცა, კონკრეტულ ვადას ვერ გვისახელებს, რომ ბოლო ეტაპი _ აბონენტად აღრიცხვარაა დარჩენილი, რის შემდეგაც აკეთში წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და აკეთის თემს ექნება წყალი. იმედს ვიტოვებთ, რომ პირობა ამ ეტაპზე მაინც შესრულდება”, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბარში ახალგაზრდა აქტივისტი.

ის, რომ სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მხოლოდ მცირე დროა საჭირო, რომ მოსახლეობამ “ცივი წყლით ყელი ჩაიკოკლოზინოს”, ამის პირობას აძლევს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ თევდორაძე:

“ფაქტობრივად, სამუშაოები დასრულებულია; უბრალოდ, აბონენტად დადგომა უნდა, რომ ელექტროენერგია მიეწოდოს და საცდელ რეჟიმში დაიწყონ წყლის მიწოდება. სამწუხაროდ, ცოტა დრო ისევაა საჭირო, რომ ელექტროენერგია მიეწოდოს”, _  ასეთია თევდორაძის პასუხი.

საგულისხმოა, რომ კითხვაზე, თუ როდის ექნებოდა აკეთის თემს წყალი, აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გასული წლის ბოლოსაც პასუხობდა, რომ “აუცილებლად დასრულდება წყლის პროექტი თებერვალ-მარტში, თუ რამე სერიოზული უამინდობა და სტიქია არ დარჩა”.

ფაქტია, რომ უწყლობასთან ერთად, აკეთის თემის მოსახლეობისთვის უგზოობაც თანაბარმნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.  მით უმეტეს, რომ ეს პრობლემა აქ დიდი ხანია არსებობს და წყლის გაყვანის სამუშაოების გამო, არსებული გზის საფარი კიდევ უფრო დაზიანდა და მდგომარეობაც შესაბამისად გართულდა.

გიგა ვადაჭკორია: “ეს გზები ისედაც რას გავდა და მთლად რომ გაანადგურეს და აატალახეს, მაგაზე რას ფიქრობენ საინტერესოა?!

წყლის გაყვანა  სრულდება და გზების გაკეთება  აღარ უნდა დაიწყონ? ნელ–ნელა გადაჰყავთ ტექნიკა და  მერე არ თქვან, სად იყავით ამდეხანს, გასაკეთებელი თუ იყოო!!! გაზი როცა შემოჰყავდათ, დაგვიტოვეს გადათხრილი გზები და კვლები. არადა, თავისივე გაფუჭებული თვითონვე უნდა გამოასწორონ, წესით. არავინ ახსენებს როდიდან დაიწყება გზის მოწესრიგება”.

ეკა ჩხაიძე: “ჩვენს უბანშიც ბევრი გზაა გაფუჭებული. ველოდებით, დაპირებისამებრ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა”…

როგორც მოსახლეობა ამბობს, შიდა გზები ისეა მწყობრიდან გამოსული და დაზიანებული, რომ ზოგ ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას, რაც რიგ შემთხვევაში ფატალური შედეგის მიზეზიც გამხდარა.

“ყურიათში გამეიხედოს ვინმემ! მაგენის გათხრილი გზა ნახოს ვინმემ, ვისაც ევალება! ასაკიანი ადამიანი ცხოვრობს აქა და სასწრაფო ვერ ამოდის, ააოხრეს გზები და მიდიან. ძმა მომიკვდა უგზოობით. არავის უნახავს და არც უკითხავს ვინმეს რას ვითხოვთ. მოგვაქვიეთ ყურადღება!” _ მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქე.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ამ შემთხვევაშიც ამშვიდებს მოსახლეობას და პირობას იძლევა, რომ “გზის აღდგენის სამუშაოები მალე დაიწყება”.

როგორც ჩანს, სიტყვის _ “მალე“ განმარტება, მოსახლეობას და ხელისუფლებას სხვადასხვანაირად ესმის.

სოფო წილოსანი

ავტორი

აკეთიგიორგი მორჩილაძე
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

00:00; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

09:56; 18 იანვარი, 2026

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში

ადიდებულმა მდინარემ სარკინიგზო ხიდი დაანგრია (უცხოეთი)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

0:00; 19.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო