ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:
„როცა პატარა ვიყავი, ბებოს გვერდით მაძინებდნენ. სანამ ჩამეძინებოდა, წიგნს ვკითხულობდი ხოლმე.
ერთხელ წიგნის კითხვის დროს ხმამაღლა ავღრიალდი. მამაჩემი შემოვარდა: – დოდო, რა მოგივიდა? – მკითხა.
– მოკვდა, – ტირილით ვუპასუხე. გვერდით საწოლში ბებო იწვა.
მამამ მას შეხედა, მერე გაოცებულმა მკითხა: ვინ მოკვდა?
– კიუხელბეკერი. – მის ბიოგრაფიას ვკითხულობდი.
– კიუხელბეკერი ერთი საუკუნის წინ მოკვდა, ახლა რა გატირებს? კიუხელბეკერს მოგცემ მე შენ! – გამიწყრა მამა, თან შვებით ამოისუნთქა“.