სოფელ ჭუბერში კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამოც, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.




























































