ტრაგედია დატრიალდა გუშინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში.

ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი კლინიკაში გარდაიცვლა.
როგორც “გურია ნიუსთან” გარდაცვლილის ახლობელი საუბრობს, ლოლიტა პაპავა კლინიკაში, ფაქტობრივად, გარდაცვლილი მიიყვანეს.
“ახლა როგორც ამბობენ, ცოტ-ცოტა ტკივილები ჰქონია. დილით მდგომარეობა დამძიმებულა და “მამქოლში” გადაუყვანიათ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ლოლიტა, ფაქტობრივად, გარდაცვლილი შეიყვანეს კლინიკაში.
შვიდი თვის ფეხმძიმე იყო. ოჯახი მეხუთე შვილს ელოდებოდა. ძალიან კარგი გოგო იყო. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები არიან. რა ეშველებათ ახლა დანარჩენ ბავშვებს, ტრაგედია ტრიალებს სოფელში. ვიწვით ამ ოჯახის საცოდაობით”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან”.































































