კლიმატის ცვლილება ბანანსაც შეეხო. ხილის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად ინდუსტრიის ფორუმი რომში გაიმართება.
BBC-ის ბანანის მსოფლიო ფორუმის ექსპერტმა ლიუმ განუცხადა, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ბანანის ფასისიც გაიზრდება. მისი თქმით, ექსპერტები შეშფოთებულნი არიან დათბობის მზარდი საფრთხეებით და მის შემდეგ გავრცელებული დაავადებებით.
„ვფიქრობ, კლიმატის ცვლილება მართლაც უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს ბანანის სექტორისთვის“, – თქვა ბატონმა ლიუმ მსოფლიო ბანანის ფორუმიდან, გაეროს ქოლგას ჯგუფიდან, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საცალო ვაჭრობას, მწარმოებელ ქვეყნებს, ექსპორტიორებს და კვლევით ინსტიტუტებს.
მისი თქმით, ბანანი მგრძნობიარეა ტემპერატურის მატებაზე, რამაც შეიძლება გაანადგუროს მოსავალი ზოგიერთ ადგილას.ყველაზე დიდ საფრთხედ კი ექსპერტმა დაავადება დაასახელა, რომელიც სწრაფად ვრცელდება.
“ალბათ ყველაზე დიდი საფრთხე არის ის ფაქტი, რომ ტემპერატურის მატება ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას. ყველაზე დიდი შეშფოთების მიზეზი არის Fusarium Wilt TR4, სოკოვანი ინფექცია, რომელიც გადავიდა ავსტრალიიდან და აზიიდან აფრიკაში, ახლა კი სამხრეთ ამერიკაში.
როგორც კი პლანტაცია ინფიცირდება, ის კლავს ყველა ბანანის ხეს და ექსპერტები ამბობენ, რომ მისი მოშორება ძალიან რთულია.
სოკომ ასევე განიცადა მუტაცია და საფრთხეს უქმნის კავენდიშს, მსოფლიოში საყვარელი ბანანის ჯიშს”,_ განაცხადა ექსპერტმა ლიუმ.