“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” ოთხი ადამიანი შეიყვანეს. აქედან 3 ქალია და ერთი ბავშვი. ჩვენივე ინფორმაციით ისინი სავარადუდოდ, გაზის გაჟონვით მოიწამლნენ.
კლინიკა “მედალფას” დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, სამი ადამიანი ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაშია შეყვანილი, ხოლო ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში. ოთხივე მათგანს უკვე გაეწია პირველადი დახმარებები.
[sexy_author_bio]