დღეს, დილიდანვე გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კოალიცია „ცვლილებებისთვის” საარჩევნო შტაბებს ხსნის.
„ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ადამიანების მთელი ქვეყნის მაშტაბით, მათ შორის გურიაში უნდათ ცვლილებები და ეს ამ არჩევნებზე მოხდება.
„26 ოქტომბერს ყველანი მივდივართ არჩევნებზე დიდიან-პატარებიან და ბიძინა ივანიშვილი ვერ აყალბებს არჩევნებს. დღევანდელ შეხვედრებზე კარგად ჩანდა, რომ ადამიანებს სურს ბედნიერად ცხოვრება თავის ქვეყანაში და ეს აუცილებლად მოხდება არჩევნების შემდეგ” – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ოფისების გახსნის დროს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ ამომრჩევლებს და მოისმინეს მათგან ის პრობლემები, რაც ამ პერიოდში არის რეგიონში.