„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომლები მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 4000-4000 ლარით დააჯარიმა. მათ ედავებიან პოლიციელისთვის „მონისა“ და „ცრუ მოწმის“ დაძახებას. საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა.
მირანდა ბაღათურიას სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ 23 აპრილს შეატყობინეს. ამ დღეს მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ იმ დღეს საერთოდ არ უნახავს პოლიციელი (მირიან ქავთარაძე) რომლის შეურაცხყოფასაც ედავებიან.
„[მირიან ქავთარაძე] საერთოდ ვერ დავინახე, უკვე წასული დამხვდა“, – თქვა მაშინ მირანდა ბაღათურიამ.
მის მსგავსად 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, ანა ყურაშვილს. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არც მის საქმეში ჩადებული მტკიცებულება ასახავდა სამართალდარღვევას, რომელსაც პოლიცია მას ედავებოდა – მტკიცებულების მიზანი მისი პიროვნების შესახებ მოსამართლისთვის წარმოდგენის შექმნა იყო.
მოსამართლემ ორივე შემთხვევაში გაიზიარა პოლიციელების მონათხორობი და მირანდა ბაღათურიასაც და ანა ყურაშვილსაც ჯარიმა დააკისრა.
წყარო: რადიო თავისუფლება


































































