არამოქალაქის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში კანონდარღვევაა და სამწუხაროა, რომ ამაზე არ მოხდა შესაბამისი რეაგირება. მითუფრო, როცა არსებობს ძალადობისკენ მოწოდებები, ეს სისხლის სამართლის საქმეა და ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
საუბარი შეეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვებს, სადაც ის მხარდამჭერებს და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა.