“ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა”,_ ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
“მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს, დადეთ ხელშეკრულება მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად”,_ განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
“მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო. ბუნებრივია, ამგვარი მოვლენებიც სერიოზულად არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი. მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი და ასეთივე ღირსეულ დამოკიდებულებას ველით ევროპული სტრუქტურებიდანაც, რაც ქართული საზოგადოების დაკვეთაა”, – განაცხადა პრემიერმა.