ირაკლი კობახიძე იმ სიის შემადგენლობას ასახელებს, რომელიც ქვეყანაში “გადატრიალებას” გეგმავდა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.
კომენტარი კობახიძემ ამის შესახებ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მისივე განცხადებებისთვის დაიბარეს.
“ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად, ამ კუთხით მოქმედებენ ამ პარტიის რამდენიმე წარმომდგენელი, მაგალითად დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი…” _ ამბობს კობახიძე.
ის არ ასახელებს წყაროს, საიდან აქვს ინფორმაცია, თუმცა ამტკიცებს, რომ წყაროს ვინაობა ლილუაშვილის უწყების გამომძიებლებს დაუსახელა და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, თავად გაახმაურებენ.