“ბატონი კობახიძის განცხადება, ოთხი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა, სამწუხაროდ ასახავს ხელისუფლების შიშს განსხვავებული აზრისა და თანამშრომლობის წინაშე”,_ აღნიშნული განცხადება “გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გოგი ბოლქვაძემ გააკეთა.
ინფორმაციისთვის, “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა, რომ “ლელოს”, “ახალის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გახარია-საქართველოსთვის” პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი მზადდება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში დაადანაშაულა.
ავტორი


































































